სათანეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სათანეჲ / სათანაჲ (ადიღ. Сэтэней, Сэтэней-гуашъэ / Сэтэнай, Сатэнай-гуашь) – ნართული ეპოსის ადიღური და სხვა ეროვნული ვერსიების ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი (აფხ. „სათანეჲ-გვაშა“, ბალყ.-ყარაჩ. „სათანაჲ/სათანაჲ-ბიიჩე“, ოს. „სათანა“, ვაინ. „სელი-სათა“). ჩერქეზულ თქმულებათა მიხედვით, სოსრუყოსა და, რიგი ვერსიით, სხვა ნართი გოლიათების აღმზრდელი და ნართების ერთ-ერთი წინამძღოლის – ორზამესის, ცოლი. როგორც ჩანს, სათანეჲს პერსონაჟის სახე შორეულ წარსულში (შესაძლოა, მატრი არქატის ხანიდან) ყალიბდებოდა და მასში მითოლოგიური წარმოდგენების კვალი აშკარად შეიმჩნევა: შეუძლია, გავლენა მოახდინოს ამინდზე, აქვს ჯადოქრობისა და მაგიური ზემოქმედების უნარი. სათანეჲს სახელს უკავშირდება პირველი სამეურნეო იარაღების (ნამგლის, გრდემლის, მარწუხისა და კვერის) შექმნა, კულტურულ მცენარეთა თესლების აღმოჩენა. თავისი მომნუსხველი სილამაზისა და გამჭრიახი გონების წყალობით, მონაწილეობს ეპოსის მთავარი გმირის, სოსრუყოს, ქვისგან გაჩენაში; არის ნართების უპირველესი და ბრძენი მრჩეველი. როგორც ქალს, არა აქვს რა შესაძლებლობა, პირდაპირი მონაწილეობა მიიღოს ნართების საზოგადოების საქმიანობაში, იგი თავისი რჩევებით, ბრძნული დარიგებებითა და ეტიკეტური ქცევებით, მათ ცხოვრებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს.

სათანეჲს შესახებ დამოუკიდებელი თქმულებები შედარებით მცირეა, მაგრამ იგი ეპოსის ყველა ძირითადი ციკლის გმირია.



ლიტერატურა

  • Нарты. Адыгский героический эпос. М., 1974;
  • Мыжей М., Пащты М. Адыгэ мифологием и энциклопедие. Тхьэхэр, лIыхъ-ужьхэр, культхэр, нэщэнэхэр. Черкесск-Нальшык-Мейкъуапэ. 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები