საიდუმლო ენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საიდუმლო ენა – მინიშნებული, პაროლური სიტყვებით საუბარი, რასაც რიტუალის დროს ცრუმორწმუნეობის მსახურნი (მლოცავი, ხუცესი, ქადაგი და სხვა) მიმართავდნენ. მაგ., „თეთრეულ თეთრეულში გაგირივ“ − ფული შემოგწირა, „ქოჩრიანთ ეტლ მაერივ“ – რუსებმა გაიმარჯვეს და სხვა. ჯვარის ენა, ხატის ენაა.
დ. გოგოკური
ლიტერატურა
- თ. ოჩიაური, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, 1954, გვ. 235;
- მ. ჩიქოვანი, ოსური „ზათიაგაუ“ და ქართული „ხატის ენა“,. მაცნე. 111. 1972.