საინექსი (კინო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საინექსი — ნეგატივის მონაჭრის ფერადი პოზიტიური გამოსახულება (10 კადრამდის თითოეულ პლანიდან), რომელიც დაბეჭდილია კოპირაპარატზე სპეციალური ე. წ. ფერად პასპორტის (ფერადი ფილტრების კომბინაციების) საშუალებით, იმ მიზნით რომ მიღებული იქნეს მოცემული ნეგატივის ფერის გადმოცემის საუკეთესო ვარიანტი შესაბამის პოზიტიურ ფირზე. თანამედროვე კინოში საინექსის მისაღებად ძირითადად გამოიყენებენ ფერად ელექტრონულ ანალიზატორს („ხეზელტაინს“ — „Hazeltine“). ასეთი დანადგარის მეშვეობით ნეგატივიდან ტელევიზორის ეკრანზე მიიღება პოზიტიური გამოსახულება ფერადი ფილტრების კომბინაციების მონაცემებით. ამრიგად, ეს მეთოდი დროის და პოზიტიური ფირის ხარჯვის თვლსაზრისით ეკონომიურია და არ საჭიროებს პოზიტიური ფირის რთულ დამუშავების პროცესს.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები