საინჟინრო-საავიაციო უზრუნველყოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საინჟინრო-საავიაციო უზრუნველყოფა – ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ემსახურება საავიაციო ტექნიკის გამართულ შენახვას და მზადყოფნას საბრძოლო დანიშნულების შესაბამისად გამოყენებისათვის; ტექნიკური უზრუნველყოფის სახეობა სამხედრო-საჰაერო ძალებსა და შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ავიაციაში.

საინჟინრო-საავიაციო უზრუნველყოფაში შედის შემდეგი ამოცანები:

  • საავიაციო ტექნიკის მუდმივად გამართულ მდგომარეობასა და საბრძოლო მზადყოფნაში შენახვისათვის;
  • ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
  • საავიაციო ტექნიკის მომზადება საბრძოლო ფრენისათვის გათვალისწინებულ ვადებში;
  • დროული რემონტი იმ საავიაციო ტექნიკისა, რომელსაც მიღებული აქვს საბრძოლო და საექსპლუატაციო დაზიანებები;
  • მფრინავების და საინჟინრო–ტექნიკური შემადგენლობის მიერ საავიაციო ტექნიკის სწორი ექსპლუატაციის ორგანიზება;
  • მისი რაოდენობის და მდგომარეობის აღრიცხვა;
  • საავიაციო ტექნიკის მიღების უზრუნველყოფა და სხვა.

საინჟინრო-საავიაციო უზრუნველყოფას ახორციელებს საინჟინრო–საავიაციო სამსახური სხვა სამსახურებთან ურთიერთქმედებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები