საინჟინრო-საარტილერიო უზრუნველყოფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საინჟინრო-საარტილერიო უზრუნველყოფა – ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მიზნად ისახავს საბრძოლო და სასწავლო ამოცანების შესასრულებლად საარტილერიო შეიარაღების მუდმივი მზადყოფნის მდგომარეობაში შენახვას. საარტილერიო–ტექნიკური უზრუნველყოფის შემადგენელი ნაწილი.
საინჟინრო-საარტილერიო უზრუნველყოფაში შედის:
- შეიარაღების, საბრძოლო მასალების და საარტილერიო ქონების მიღების და ჯარებისთვის (ძალებისთვის) გაცემის (მიტანის) ორგანიზება;
- საბრძოლო მასალების დაწესებული ოდენობის მარაგის შექმნა, ხარჯის დროული შევსება;
- საარტილერიო შეიარაღების გამართულ მდგომარეობაში შენახვა, დაზიანების შემთხვევაში მისი რემონტი.