საინჟინრო-სადაზვერვო მანქანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საინჟინრო-სადაზვერვო მანქანა – მუხლუხა, ჯავშნიანი მცურავი მანქანა, რომელიც აღჭურვილია საინჟინრო დაზვერვისა და ნავიგაციის საშუალებებით. აქვს სასროლი და საარტილერიო შეიარაღება. საშუალებას იძლევა, მიიღონ მონაცემები ადგილმდებარეობის გამავლობისა და დახრილობის, ნაღმასაფეთქებელი ღობურების არსებობის და ხასიათის შესახებ. ასევე – მონაცემების მიღება ადგილმდებარეობის დასნებოვნების და მისი გვერდის ავლის გზების, წყლისმიერი დაბრკოლებების სიგანის, სიღრმის, დინების სიჩქარისა და ფსკერის სიმკვრივის თაობაზე და სხვა.