საინჟინრო გეოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საინჟინრო გეოლოგია − საინჟინრო გეოლოგია გეოლოგიის ცალკე დარგია და წარმოადგენს მეცნიერებას სხვადასხვა დანიშნულების მშენებლობისა და ტერიტორიის სამეურნეო ათვისების გეოლოგიური პირობების შესახებ. იგი სწავლობს და აფასებს იმ გეოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებს საინჟინრო ნაგებობაზე: მისი მშენებლობის ადგილის შერჩევაზე, კონსტრუქციაზე, სამუშაოს წარმოების მეთოდზე და ა.შ.

საინჟინრო გეოლოგია განიხილავს ქანს, როგორც საძირკველს ნებისმიერი ტიპის ნაგებობისთვის და, მეორე მხრივ, როგორც გარემოს, რომელშიც გათვალისწინებულია სამშენებლო სამუშაოების შესრულება. აქ იგულისხმება, ძირითადად, მიწისქვეშა ნაგებობებისატრანსპორტო გვირაბები, სამთო გამონამუშევრები, დახურული სადერივაციო გვირაბები, სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები და ა.შ.

საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევები დროში წინ უსწრებს მშენებლობას და წინასწარი დაპროექტების სტადიაზე ტარდება. თუმცა, ზოგიერთი საკითხის დაზუსტება შეიძლება მუშა ნახაზების ან უშუალოდ მშენებლობის სტადიაზეც მოხდეს. გამოკვლევების მთავარი მიზანი არის მშენებლობის დასაბუთება საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით.




წყარო

საინჟინრო გეოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები