საინჟინრო ექსპერტიზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საინჟინრო ექსპერტიზა − ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას, როგორიცაა:
- მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების საპროექტო მოცემულობების ექსპერტიზა;
- მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების ტექნიკური ნორმების განსაზღვრით მათი შესაბამისობის დადგენა;
- უძრავი ქონების იდეალური წილების დადგენა და მათი გამოყოფა შესაბამისი ნახაზების შედგენით;
- საკადასტრო გეგმების შედგენა საჯარო რეესტრის მონაცემებთან მიმართებაში;
- სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვების შედგენა და ასევე, უკვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვების ექსპერტიზა;
- ჩატარებული სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების საკონტროლო აზომვები; ჩატარებული და ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობების დადგენა;
- შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის, მდგრადობის და სხვა საკითხების დადგენა;
- სამშენებლო, სარემონტო და სხვა სახის სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა.