საინჟინრო ვითარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საინჟინრო ვითარება – იმ ფაქტორებისა და პირობების ერთობლიობა, რომლებიც ახასიათებენ ადგილმდებარეობას და მის საინჟინრო მოწყობას, საინჟინრო ჯარების (მოწინააღმდეგისა და საკუთარი) მდგომარეობას და შესაძლებლობას. ასევე სხვა ჯარების, ძალების და საშუალებების შესაძლებლობას და მოქმედებებს საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანების შესასრულებლად.

საინჟინრო ვითარებაში შედის: საინჟინრო ჯარების (საკუთარი და მოწინააღმდეგის) შემადგენლობა და დაჯგუფება, ბუნებრივი დაბრკოლებებისა და ღობურების დახასიათება, ადგილმდებარეობის საინჟინრო მოწყობა საბრძოლო მოქმედებების ზოლში. ისინი გავლენას ახდენენ ჯარების მოქმედებებზე, დაზიანების საშუალებების ზემოქმედების შედეგად ადგილმდებარეობის ტაქტიკური თვისებების შეცვლაზე, აგრეთვე სხვადასხვა საშუალებებით და ხერხებით საინჟინრო ამოცანების შესრულების შესაძლებლობებზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები