საინფორმაციო ოპერაციები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საინფორმაციო ოპერაციები – უწყვეტი ოპერაციები სამხედრო ინფორმაციაზე მოთხოვნილების არსებობის შემთხვევაში. მათი მიზანია საკუთარი ძალების დაცვა და მათთვის საშუალების მიცემა ინფორმაციის შეგროვების და დამუშავების შემდეგ იმოქმედონ ამ ინფორმაციის შესაბამისად. ეს მათ სამხედრო ოპერაციების განმავლობაში მოწინააღმდეგეზე უპირატესობას ანიჭებს.
საინფორმაციო ოპერაციები გულისხმობს გლობალურ საინფორმაციო ქსელში თანამშრომლობას და მოწინააღმდეგის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებას საკუთარი ძალების სასარგებლოდ ან მოწინააღმდეგის სავარაუდო ჩანაფიქრის და გადაწყვეტილების ჩასაშლელად.