საიონძი კიმოტი
კიმოტი საიონძი – (იაპ. 西園寺 公望, დ. 7 დეკემბერი 1849, ტოკიო — გ. 24 ნოემბერი 1940, ტოკიო), იაპონელი პოლიტიკური მოღვაწე. პ. იტოსთან ერთად 1889 შეიმუშავა იაპონიის კონსტიტუცია.
1885-87 – ელჩი ავსტრია-უნგრეთში;
1687-91 – ელჩი გერმანიაში;
1895 საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მონაწილეობდა რუსეთ-საფრანგეთ-გერმანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაში ჩინეთისათვის ლიაოდუნის 61 კვ.კმ ტერიტორიის დაბრუნებასთან დაკავშირებით;
1906-08 და 1911-12, როგორც ბურჟუაზიულ მიწათმფლობელთა პარტიის – სეიუკაის ლიდერი, იყო იაპონიის პრემიერ-მინისტრი;
1919 პარიზის საზავო კონფერენციაზე ხელმძღვანელობდა იაპონიის დელეგაციას, მხარს უჭერდა რუსეთთან ახლო აღმოსავლეთში წარმოებულ ომს.
ბოლო წლებში პენროს როლში (უხუცესთა საბჭოს წევრი) კვლავ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე.