საკარგყმო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საკარგყმო – კარგი ყმის გმირობა-ვაჟკაცობის აღსანიშნავი სახალხო ჯილდო.
1. სასმისი, ვერცხლის განსაკუთრებული თასი, რომელიც ხატში ინახებოდა. დღესასწაულების დროს ხევისბერი საჯაროდ აღნიშნავდა კაი ყმის დამსახურებას და სავსე თასს, სახალხო პატივის ნიშნად, გამოსაცლელად გადასცემდა კაი ყმას. თუ კაი ყმა ცოცხალი აღარ იყო, საკარყმოთი ხალხი მის მოსაგონარს სვამდა 2. კაი ყმის სადიდებელი სახოტბო სიმღერა.
დ. გოგოჭური