საკე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკე

საკე − (იაპონ. 酒), მიეკუთვნება განსაკუთრებულ სპირტიან სასმელთა ჯგუფს, რომელიც მზადდება ბრინჯითა და გამოხდილი წყლით. ეს სასმელი სიმაგრის (16-18 მოც%) გამო შეიძლება მივაკუთვნოთ ღვინოს, თუმცა მომზადების წესის მიხედვით, იგი მიეკუთვნება არყების ჯგუფს, ხოლო მოიხმარენ ლიქიორის მსგავსად.

საკემ პოპულარობა მოიპოვა XII საუკუნეში (სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ საკე არსებობდა ბევრად უფრო ადრე), როდესაც მას მიირთმევდნენ იაპონიის მოსახლეობის ყველა ფენაში – სამურაიდან გლეხებამდე. საკეს მომზადება შედარებით მარტივია. გაწმენდილ, გაგლუვებულ ბრინჯს ხარშავენ ორთქლზე. ნახარშს უმატებენ წყალს, საფუარს და დუღილის შემდეგ მიიღება ე.წ. „დაუწმენდავი საკე“, რის შემდეგაც მას გამოხდიან. არსებობს საკეს ორი სახეობა, თუმცა მისი გარჩევა შეუძლია ამ სასმელის მოყვარულ იაპონელებს. იაპონიაში შედარებით გავრცელებულია ხიოგოსა და კიოტოს პრეფექტურაში დამზადებული საკე. საკეს მომზადების ყველაზე ხელსაყრელი დროა ზამთრის შუა და ბოლო თვეები.

საკეს ასხამენ 360 მლ მოცულობის კერამიკის ბოთლებში, რომელსაც „ტოკური“ ჰქვია. იგი მაგიდასთან მიაქვთ შემთბარი სახით (ათბობენ წყლის აბაზანაში 37-38° ტემპერატურაზე), თუმცა იაპონელები მას ცივადაც მიირთმევენ. საკეს დალევა მიღებულია პატარა ულუფებით 30-40 მგ მოცულობის ხის კვადრატული სასმისით (მას ეძახიან „ოჩოკო“-ს) ან თხელი ფაიფურის ჭიქებით. საკეს ტრადიციული მისაყოლებელია გამშრალი კალმარი და პატარა იაპონური ბუტერბროდი სუში.


იხილე აგრეთვე

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

წყარო

მსოფლიოს ხალხთა სასმელები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები