საკმიელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკმიელა

საკმიელა - მაღალხარისხოვანი საღვინე ვაზის ჯიშია.

ფოთოლი საშუალო სიდიდის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის. სამნაკვთიანი. ფირფიტის ზედაპირი ბურთულისებურია, ქვედა მხარეს ხშირი ახასიათებს შებუსვა.

მტევანი ცილინდრულ-კონუსური, არის უფორმო მტევნებიც. მტევნის ყუნწის მუხლიდან ახასიათებს განტოტვა. მტევანი საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად თხელი. მარცვალი ღია მწვანე, მზის მხარეზე მოწითალო-ქარვისფერი. მომრგვალო, საშუალო სისქის კანი. წვნიანი, რბილობი საშუალო კონსისტენციის, სასიამოვნო გემოთი.

ფენოლოგია

კვირტის გაშლა აპრილის მეორე ნახევრიდან; ყვავილობა ივნისის პირველი ნახევრიდან; შეთვალების დასაწყისი ივლისის ბოლოს. სრული სიმწიფე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. სავეგეტაციო პერიოდი ხანგრძლივობა 185-190 დღე.

ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, საშუალო მოსავლიანი. მტევნის წონა 166-210გ. სოკოვანი დაავადებების მიმართ ნაკლებად გამძლეა, განსაკუთრებით ნაცრის მიმართ. ჯიში პერსპექტიულია აღმოსავლეთ და დასავლეთ გურიის მთისწინა მევენახეობის რაიონებისათვის.

ყურძნის წვენის შაქრიანობა 19.0- 20.7%; საერთო მჟავიანობა 7.3- 9.8გ/ლ; pH 3.49


წყარო

ქართული სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიშები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები