საკონსტრუქციო ფოლადი
საკონსტრუქციო ფოლადი – ფოლადის სახეობა, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში კონსტრუქციების და მანქანათმშენებლობაში დეტალების, მექანიზმების, კონსტრუქციების დასამზადებლად, რომელსაც აქვს განსაზღვრული მექანიკური, ფიზიკური და ქიმიური თვისებები.
კონსტრუქციული ნახშირბადიანი ფოლადების ხარისხს განსაზღვრავს მის შედგენილობაში მავნე მინარევების არსებობა, როგორებიცაა ფოსფორი და გოგირდი. ფოსფორი ფოლადს ანიჭებს სიმყიფეს, ხოლო გოგირდი – ყველაზე მავნე მინარევი – წითელმეტეხობას. ჩვეულებრივი ხარისხის ნახშირბადიანი საკონსტრუქციო ფოლადები ფართოდ გამოიყენება მშენებლობასა და მანქანათმშენებლობაში როგორც იაფი, ტექნოლოგიური მასალა, რომელსაც აქვს ყველა თვისება მასობრივი დანიშნულების კონსტრუქციების დასამზადებლად. საკონსტრუქციო ფოლადის განჟანგვის ხარისხს განსაზღვრავს მასში სილიციუმის (Si) პროცენტული შემცველობა, რომელიც შეიძლება იყოს 0,07-0,12%-ის ფარგლებში. მცირედნახშირბადიანი საკონსტრუქციო ფოლადისგან ამზადებენ დეტალებს ცივი დაშტამპვის მეთოდით, ხოლო ნახშირბადუხვი ფოლადისაგან – ზამბარებს, რესორებს, მაღალი სიმტკიცის მავთულებსა და სხვა.