საკონსულო რანგები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკონსულო რანგები – კონსულების განსაკუთრებული სამსახურებრივი წოდებები, რომლებიც, როგორც წესი, შეესაბამება ანალოგიური სახელწოდებების მქონე მათ თანამდებობებს, იყოფა 4 ჯგუფად (საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის (1963) თანახმად): გენერალური კონსული, კონსული, ვიცე-კონსული, საკონსულო აგენტი. სახელმწიფოთა პრაქტიკა საკონსულო რანგების საკითხში მსგავსია. მხარეთა შეთანხმებებით განისაზღვრება საკონსულო დაწესებულების კლასი და, აქედან გამომდინარე, მისი მეთაურის რანგი. საკონსულოს სხვა თანამდებობის პირების მიმართ ერთიანი კლასიფიკაცია არ არსებობს. საკონსულო რანგების მინიჭება ხდება წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ და მის საშინაო საკითხს წარმოადგენს. გენერალური საკონსულოს შტატში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი გენერალური კონსული, საკონსულო დაწესებულების მეთაური და სხვა საკონსულო რანგების მქონე თანამდებობის პირები. საკონსულო დაწესებულების მეთაური ატყობინებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა უწყებას საკონსულო თანამდებობის პირების უფროს-უმცროსობის წესს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები