საკრაულა (სოფელი)
საკრაულა (ყოფ. კიკნაველეთი) — სოფელი დასავლეთსაქართველოში, იმერეთის მხარეში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე საკრაულის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 480 მეტრი, ბაღდათიდან 21 კილომეტრი.
სახელწოდება
ამავე რაიონში საკრაულა დასტურდება მთისა და მდინარის სახელწოდებადაც. როგორც ჩანს, პირველადია მთის სახელწოდება, შემდეგ კი იგი მდინარეს, ხოლო აქედან სოფელს გადასცემია. სპეციალურ ლიტერატურაში არსებობს ვარაუდი ტოპონიმის კრავ- სიტყვისაგან მომდინარეობის თაობაზე: საკრა(ვ)-ულ-ა „საკრავე ადგილები”, „კრავებისათვის განკუთვნილი ადგილი“. ხალხური რწმენით მდინარეს საკრაულა იმიტომ შერქმევია, რომ ზაფხულში, როცა იგი ძალიან პატარავდება, „კრავსაც კი შეუშლია ზედ გადახტომა“.
სახელწოდება
ამავე რაიონში საკრაულა დასტურდება მთის და მდინარისა და სოფლის სახელწოდებად. როგორც ჩანს, პირველადია მთის სახელწოდება, შემდეგ კი იგი მდინარეს, ხოლო აქედან სოფელს გადასცემია. სპეციალურ ლიტერატურაში არსებობს ვარაუდი ტოპონიმის კრავ- სიტყვისაგან მომდინარეობის თაობაზე: საკრა(ვ)-ულ-ა „საკრავე ადგილები”, „კრავებისათვის განკუთვნილი ადგილი“. ხალხური რწმენით მდინარეს საკრაულა იმიტომ შერქმევია, რომ ზაფხულში, როცა იგი ძალიან პატარავდება, „კრავსაც კი შეუშლია ზედ გადახტომა“. როგორც ვხედავთ, საკრაულას სპეციალისტებიც და ადგილობრივი მოსახლეობაც კრავ- სიტყვას უკავშირებენ.
ქართულ სამეურნეო ტოპონიმიკაში გვხვდება მსგავსი შინაარსის სახელები. ისტორიული ო-კრიბ-ა („საკრავე“) ამის ნათელი დადასტურებაა. ოკრიბას გარდა ცნობილია ოფუჯე „სა-ფურ-ე“ („მეწველი ძროხების სასაძოვრე ადგილები“), და სხვ. ამის მიუხედავად შეიძლებოდა დაგვეშვა ტოპონიმ საკრაულას წარმომავლობის სხვაგვარი ვარაუდიც. კერძოდ, ხომ არაა მოსალოდნელი, რომ საკრაულა მომდინარეობდეს საკარა სიტყვისაგან, რომელიც მთიან სამეგრელოში საზაფხულო (საზამთრო) სადგომს ნიშნავს ესაა კარე-ს დასადგმელი ადგილი. საკარეში მწყემსები ცხოვრობენ კიდეც. „საზამთრო საკარაში ზამთრობით საქონელი ჰყავთ, ხოლო ზაფხულობით მიწას ამუშავებენ და ჭირნახული მოჰყავთ. საზამთრო საკარა ლეხურაში გვაქვს“.
მაშასადამე, ტოპონიმი საკრაულა შეიძლება ორგვარად გავიაზროთ:
1. სა-კრავ-ულ-ა, „კრავების საზაფხულო საძოვრები“.
2. სა-კრა-ულ-ა „მწყემსთა კარეების გასამართავი (დასადგმელი)