საკულტო-რიტუალური სიმღერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკულტო-რიტუალური სიმღერა – მუსიკალური ფოლკლორის მნიშვნელოვანი ჟანრი; სიმღერა რომელიც შესაბამისი რიტუალებით გამოხატავს როგორც წარმართული ისე ქრისტიანული ღვთაებისადმი მოკრძალებას, მათ წინაშე ქედის მოხრას. ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუშებია: კახური, რაჭული, გურული- „ალილო“; ქართლ-კახური-„იავნანა“, „ლაზარე“, გურული -„მზე შინა“, „ბატონებო“ ანუ „საბოდიშო“; ქართლური - „ჭონა“; კახური- „დიდება“; თუშური- „დალა“; კახური, იმერული, გურული, მეგრული-„ზარი“; სვანური -„ჯგრიაგ“, „კვირია“, „ლილე“, „ბარბალ დოლაშ“ და სხვ.; ხევსურული -„ხმით ნატირალი“, „ძახილით ტირილი“, „დავლა ტირილი“; ფშაური-„ჯვარი წინასა“, მოხეური- „ჯვარული,“ „დიდება“; მთიულური-„ლომისის ჯვარისა“ და სხვ.


გ. ჩხიკვაძე


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები