სალამურების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სალამურების ოჯახი – Petromyzonidae,

ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
ქვეკლასი: უყბოები

ამ ოჯახში გაერთიანებულია როგორც ზღვის, ისე მტკნარი წყლისა და მდინარის მცხოვრებნი. მათი სხეული შიშველი და ჭიისებურად წაგრძელებულია. კანი მდიდარია ლორწოს გამომყოფი ჯირკვლებით. თვალების უკან განლაგებულია შვიდ-შეიდი ლაყუჩის ხვრელი. ცხვირის ხვრელი ცალია და თვალების წინ მდებარეობს. მკერდის, მუცლისა და ანალური ფარფლები არა აქევს. ყბები არა აქვს, ჩონჩხი მოკლებულია ძვლოვან ქსოვილს. ზრდადასრულებულს პირი მრგვალი ფორმისა და მისაწოვარი ტიპისა აქვს; იგი გარედან შემოვლებულია კანოვანი ფოჩით. უმთავრესად ზურგის ორი (იშვიათად ერთი) და კუდის ერთი ფარფლი მოეპოვებათ. რქოვანი კბილები ზედა ყბისა და ქვედა ყბის ფირფიტებზეა განლაგებული, აგრეთვე პირის ძაბრის ზედაპირსა („ტუჩის კბილები“ და „კიდის კბილები“) და ენაზე. ენის კბილები განლაგებულია სამ ფირფიტაზე: წინა და უკანა ორზე.

მსოფლიოში გავრცელებულია სულ 10 გვარის სალამურები: აქედან საქართველოში მოიპოვება მხოლოდ ორი გვარი – Caspiomizon - და lampetra, რომლებიც წარმოდგენილია თითო-თითო სახით.

კასპიის სალამურების გვარი – Caspiomyzon
მდინარის სალამურების გვარი – Lampetra


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები