სალაში ფერენც
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფერენც სალაში – (უნგრ. Szálasi Ferenc, დ. 6 იანვარი, 1897 — გ. 12 მარტი 1946), უნგრეთის პოლიტიკური მოღვაწე.
დაიბადა სამხედრო პირის ოჯახში. 1925-35 იყო უნგრეთის გენშტაბის ოფიცერი. 1935 დააარსა უნგრეთის ფაშისტური პარტია. 1938-40 დაპატიმრებული იყო უნგრეთის დიქტატორ მიკლოშ პორტის წინააღმდეგ გამოსვლის ბრალდებით. სათავეში ედგა „ჯვარედინი ისრების“ პარტიას. გერმანული ნაციონალ-სოციალისტების აქტიური დახმარებით 1944 წლის ოქტომბერში იგი უნგრეთის სახელმწიფოს ხელისუფლების სათავეში მოექცა. ცდილობდა არ დაეშვა უნგრეთის გამოსვლა მეორე მსოფლიო ომიდან. ხელისუფლებაში იმყოფებოდა 1945 წლის მარტამდე. 1946, როგორც სამხედრო დამნაშავე, უნგრეთის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სიკვდილით დასაჯეს.