სალაშქრო წყობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სალაშქრო ორდერის ერთ-ერთი სახეობა
სალაშქრო წყობა – მარშის შესრულებისთვის (ზღვით გადასვლისთვის) ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაერთების, ხომალდების დაწყობა მათი გაძლიერების საშუალებებით. ნაწილების და შენაერთების სალაშქრო წყობა შედგება კოლონებისგან, რომელთა რაოდენობა დამოკიდებულია საჯარისო ინსტანციის მასშტაბზე, მის ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, მიღებულ საბრძოლო ამოცანაზე, მარშრუტების რაოდენობაზე.

საერთო–საჯარისო ნაწილების და შენაერთების მარშის შესრულების დროს სალაშქრო წყობა ბრძოლაში ჩაბმის მოლოდინის პირობებში, ჩვეულებრივ, მოიცავს მეწინავე რაზმს, სალაშქრო დაცვას, მოძრაობის უზრუნველყოფის ჯგუფებს, მთავარი ძალების კოლონებს, ტექნიკური უზრუნველყოფის ნაწილების და ქვედანაყოფების კოლონებს და ლოგისტიკას.

მოწინააღმდეგესთან შეხების საფრთხის გარეშე მარშის შესრულების დროს ავანგარდი არ იგზავნება. ხომალდების სალაშქრო წყობა, ჩვეულებრივ, შედგება მთავარი ძალებისგან, ტაქტიკური დაზვერვის ჯგუფისგან, რადიოლოკაციური მზირისგან, დაფარვის გამანადგურებლებისგან; ასევე შორეული საჰაერო ნავსაწინააღმდეგო დაცვისგან, კატარღასაწინააღმდეგო დაცვის დამრტყმელი ჯგუფის ხომალდებისგან, სპეციალური დანიშნულების ჯგუფებისგან და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები