სალვადორი
სალვადორი (El-Salvador – ელ-სალვადორის რესპუბლიკა) სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე.
ფართობი – 21 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 6,1 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ესპანური.
დედაქალაქი – ქ. სან-სალვადორი.
ადმინისტრაციულად იყოფა 14 დეპარტამენტად.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი საკანონმდებლო კრება (პარლამენტი).
დამოუკიდებლობა მოიპოვა 1821 წელს, რესპუბლიკად გამოცხადდა 1841 წელს. სალვადორი აგრარული ქვეყანაა.
მთავარი საექსპორტო კულტურებია – ყავა, ხილი, შაქრის ლერწამი, ბამბის ბოჭკო.
საზღვაო პორტები – აკახუტლა, ლა-ლიბერტადი, ლა-უნიონი, პუერტო-კუტეკო.
საერთაშორისო აეროპორტია სან-სალვადორში.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 15,5 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 13,8 ათ. კაცი, სამხედრო–საჰაერო 0,95 ათ., სამხედრო-საზღვაო 0,75 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.