სალია კონსტანტინე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონსტანტინე სალია – დაიბადა 1942 წლის 14 მაისს ტყვარჩელში.
განათლება – ხარკოვის კომუნალური მშენებლობის საინჟინრო ინსტიტუტი (1964). სამხედრო სამსახური (1965-66).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1977-92).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992): პროპორციული წესით, №9 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „ერთობა“.
- საქართველოს რესპუბლიკის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე (1992-98);
- მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე (1998-2000).