სალმანასარ V
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სალმანასარ V - (ძვ.წ. 726-722) – ასურეთის მეფე ტიგლათფალასარ II-ის მემკვიდრე.
სალმანასარს მამისგან უზარმაზარი იმპერია დარჩა, რომელიც სპარსეთის ყურიდან ხმელთაშუა ზღვამდე იყო გადაჭიმული. სალმანასარ V შეეცადა პრივილეგირებული ქალაქებისათვის ძალაუფლების ნაწილი ჩამოერთმია, რაც მისი მეფობის სწრაფად დასრულების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
სალმანასარ V-მ ილაშქრა ისრაელის სამეფოში და ალყა შუმიარტა სამარიას. სწორედ ალყის პერიოდში ძვ.წ. 722 წელს გარდაიცვალა მეფე (მეორე და უფრო სარწმუნო ვერსიით ის მოკლეს). ამ პერიოდში ასურეთში ისედაც შეთქმულება მზადდებოდა მის წინააღმდეგ. შესაძლოა ამ შეთქმულების ერთ-ერთმა მკვლელმა გამოასალმა სიცოცხლეს დიდი ტიგლათფალასარ III-ის ძე.