სალუქვაძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სალუქვაძე გიორგი – (1922 – 1987), ქართველი მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი. დაიბადა სოფელ კოხნარში (ჩოხატაური). 1945 წელს დაამთავრა ბათუმის რუსთაველის სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტი, ამავე წელს გამოაქვეყნა ლექსთა პირველი კრებული – „დაბრუნებულან“; მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: „ლირიკა“ (1955), „რა ხანია, გათენდა“ (1965), „დღე“ (1970), „რჩეული“ (1973), „მაისის წვიმა“ (1978); თარგმნილი აქვს ლერმონტოვის და ესენინის ლექსები.