სამადავლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამადავლა - ჰერეთის ერისთავი XIII ს-ის მიწურულში. შოთა კუპრის შემდგომ ჰერეთის ერისთავთა შესახებ ცნობებში წყვეტილია. მხოლოდ XIII ს-ის მიწურულს, დავით VIII-ის თანამედროვედ იხსენიება ერისთავი სამადავლა. ის ერთი იმათაგანია, ვინც მეფეს ურჩევს ყაზან ყაენთან გამოცხადებას. ფარსადან გორგიჯანიძე მას შაქისის ერისთავად მოიხსენიებს. ეს აძლევს საფუძველს მკვლევართ, სამადავლა ჰერეთის ერისთავად მიიჩნიონ. XIV ს-იდან ჰერეთის ერისთავებზე ცნობები აღარ მოგვეპოვება.
წყაროები და ლიტერატურა
- ჟამთააღმწერელი 1959: 301;
- ფარსადან გორგიჯანისძე 1925: 301;
- მუსხელიშვილი 1967: 126.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში