სამანი (სამშენებლო მასალა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამანი (სამშენებლო მასალა) - (ალიზის აგური, თიხაბეტონი, თიხაფიბრაბეტონი) (თურქ. saman ჩალა, ბურდო) – ჰაერზე გამომშრალი აგური, დამზადებული ქვიშის, თიხისა და ჩალის ნარევისგან. გამოიყენება ტყით ღარიბ ადგილებში საშენ მასალად, კერძოდ, აზიაში, სამხრეთ უკრაინასა და მოლდავეთში, ირანში, აფრიკის ჩრდილოეთში, ცენტრალურ ამერიკასა და სხვა. სამანის კედლებს წარმატებით იყენებდნენ ძველ ეგვიპტეშიც ჩვ. წ.-მდე 5-4 ათასი წლის წინ.