სამარშო მომზადება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამარშო მომზადება – ჯარების სწავლება მარშის ორგანიზაციის და სრულყოფისთვის.
სამარშო მომზადება მოიცავს:
- ოფიცრების მიერ სახელმძღვანელო დოკუმენტების შესწავლას და მათ ვარჯიშს მარშის ორგანიზაციისა და დაგეგმვისთვის;
- პირადი შემადგენლობის ვარჯიშს საბრძოლო (სატრანსპორტო) მანქანებში ჩატვირთვასა (ჩასხდომასა) და გადმოტვირთვაში (გადმოსხმაში);
- მოძრაობის დისციპლინის, უსაფრთხოების ზომების და მარშის ყოველმხრივი უზრუნველყოფის წესის დამუშავებას;
- მოქმედებებს დასვენების, სხვადასხვა წინაღობის და ღობურების გადალახვისას, ასევე მოწინააღმდეგის თავდასხმის დროს;
- მოქმედებს დაცვის, დაზვერვის და სხვა ორგანოების შემადგელობაში.
სამარშო მომზადებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საბრძოლო და სხვა მანქანების მძღოლ-მექანიკოსების (მძღოლების) სწავლებას, რომელიც მოიცავს – ტექნიკურ, ტაქტიკურ მომზადებას და ტარების შესწავლას. ძირითად და ყველაზე ეფექტურ ფორმას წარმოადგენს ტაქტიკური სწავლებები და მანევრები.