სამდათვია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამდათვია – ტყეა ზემო იმერეთში (სოფ. ქვედა სვერი, ჭიათურის რ.).

სახელწოდება

სახელწოდების წარმოშობას ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტყეში სამი დათვის არსებობას უკავშირებს. გადმოცემით უწინ აქ დიდი, უსიერი ტყეები ყოფილა „კაცი ვერ გეიარდა შით“. იქვე ბუნაგი ჰქონია სამ უზარმაზარ დათვს, „არაფელის რომ იმათ არ ეშინოდა, იტაცებდენ და მიყავდენ სოფლიდანი, ხპო იქნებოდა თუ ძროხა“. ამის გამო ამ ადგილისათვის „დოუთქმევით“ სამდათვია“ (ნინა ქოჩლაძე-გეწაძისა, 1987 წ.).

ფაქტობრივად რიცხვითი სახელი სამი აქ არაფერ შუაა. ტოპონიმის თავდაპირველი სახე უნდა ყოფილიყო სა-დათვ-ია (ამ ტიპის მიკროტოპონიმები ზემო იმერეთში და, საერთოდ, მთელ დასავლეთ საქართველოში, ძალზე ხშირად დასტურდება: სა-ღორია, სა-ფიჩხ-ია, სა-ფუტკრ-ია, სა-მაჩვ-ია, სა-ქათმ-ია, სა-იხვ-ია, სა-პრას-ია...). სა პრეფიქსი ტოპონიმებში ადგილობრივი მოსახლეობა, გრამატიკული კანონების უცოდინარობის გამო, სა- ელემენტს ხშირად რიცხვით სახელად (სამი) გაიაზრებს, მით უმეტეს მაშინ, როცა სა- პრეფიქსს ფუძისეული მ თანხმოვანი მოსდევს. ტოპონიმ სამდათვიაში თანხმოვანი დეეტიმოლოგიზაციის გზით არის გაჩენილი. საბოლოოდ სამდათვია (სა-მ-დათვ-ია) ნიშნავს სა-დათვ-ია „ტყე, რომელშიც მრავლად ბუნაგობს დათვი“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები