სამდინარო ფლოტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამდინარო ფლოტი – იმ გემების და მცურავი საშუალებების კრებსითი სახელწოდება, რომლებიც გამოიყენება ტვირთის და მგზავრების ტრანსპორტირებისათვის ძირითადად შიდა წყალსანაოსნო გზებზე (მდინარეები, ტბები, არხები, წყალსაცავები და სხვა), აგრეთვე პირდაპირი სამდინარო-საზღვაო გადაზიდვებისათვის („მდინარე-ზღვა“ კლასის გემები).

სამდინარო ფლოტი შეიცავს თვითმავალ და არათვითმავალ გემებს:

  • სატრანსპორტო გემებს (სამგზავრო, სატვირთო-სამგზავრო, სატვირთო, მშრალტვირთიანი, ჩასასხმელი, მიმწოლი, ბუქსირი);
  • ტექნიკურ გემებს (მიწახაპია აგრეგატები, გრუნტგადამტანი შალანდები და სხვა);
  • დამხმარე გემებს (მცურავი სახელოსნოები და დოკები, სანიტარული, საწმენდი და სათბობ-გასამართი სადგურები, დებარკადერები, მცურავი ამწეები და სხვა);
  • სპეციალური დანიშნულების გემებს (ყინულმჭრელები, ბორნები, სახანძრო, სარეიდო გემები და სხვა).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები