სამედიცინო დახმარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Samedicino daxmareba.jpg

სამედიცინო დახმარება – სამკურნალო–პროფილაქტიკური ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება დაჭრილების და ავადმყოფების სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მათი ჯანმრთელობის სწრაფად აღსადგენად.

განასხვავებენ სამედიცინო დახმარების შემდეგ სახეებს:

  • პირველადი – რომელიც ტარდება ადგილზე თვითდახმარების (ურთიერთდახმარების) სახით ან უმცროსი სამედიცინო პერსონალის მიერ;
  • ექიმამდელი – საშუალო სამედიცინო მუშაკების მიერ, როგორც წესი, ქვედანაყოფში;
  • პირველადი საექიმო – საერთო პრაქტიკის ექიმის მიერ ნაწილში;
  • კვალიფიციური – ქირურგების და თერაპევტების მიერ სამედიცინო სამსახურის ნაწილებსა და დაწესებულებებში;
  • სპეციალიზებული – ექიმსპეციალისტების მიერ ჰოსპიტლებში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები