სამედიცინო ვითარება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამედიცინო ვითარება – სამხედრო-სამედიცინო ხასიათის ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს სამედიცინო უზრუნველყოფაზე.
სამედიცინო ვითარების ძირითად ელემენტებს შეადგენს:
- პირადი შემადგენლობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ცვლილებების დინამიკა;
- საკუთარი და მოწინააღმდეგის ჯარების განთავსების (გადაადგილების) და მომავალი საბრძოლო მოქმედებების რაიონების სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიური მდგომარეობა;
- დაჭრილების და ავადმყოფების ყოფნა ჯარებში, სამედიცინო ქვედანაყოფებში, ნაწილებსა და დაწესებულებებში;
- სამკურნალო, პროფილაქტიკური და საევაკუაციო ღონისძიებების აუცილებლობა და მასშტაბები;
- სამედიცინო სამსახურის ძალების და საშუალებების არსებობა და მდგომარეობა;
- ადგილობრივი რესურსები და მათი გამოყენება.