სამეთაურო-საშტაბო წვრთნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამეთაურო-საშტაბო წვრთნა – სარდლების (მეთაურების) და შტაბების ერთობლივი სწავლების ფორმა, რომელიც გამოიყენება თანამდებობის პირების მიერ თავიანთი ფუნქციების, მოვალეობების შესრულების დროს. წვრთნა ჩვევების შეძენის, სრულყოფის და მართვის ორგანოების შეთანხმების უზრუნველყოფის მიზნით.

სამეთაურო-საშტაბო წვრთნის დროს შეიძლება დაიხვეწოს ჯარების (ძალების) საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს ხარისხში გადაყვანის, გადაწყვეტილებების მიღებისა და ხელქვეითებისათვის ამოცანების დასახვის ასევე ოპერაციების (საბრძოლო მოქმედებების) დაგეგმვის, ურთიერთქმედების ორგანიზების, სხვადასხვა ვითარების პირობებში ჯარების (ძალების) მართვის ყოველმხრვი უზრუნველყოფის საკითხები.

ერთი სამეთაურო-საშტაბო წვრთნის დროს იხვეწება ერთი ან ორი საკითხი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები