სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, სტპ - (scientific-technical progress) მეცნიერებისა და ტექნიკის ერთიანი, ურთიერთგანპირობებული, თანმიმდევრული განვითარება.

სტპ-ის I ეტაპი უკავშირდება მანუფაქტურულ წარმოებას (XVI-XVIII სს.),
II ეტაპი - მანქანური ინდუსტრიის განვითარებას (XVIII ს.-ის ბოლოდან),
III ეტაპი - სამეცნიერო-ტექნიკურ რევოლუციას (XX ს.-ის 50-იანი წლებიდან), რომლის საფუძველზე მოხდა საზოგადოებრივი წარმოების არნახული დივერსიფიკაცია. თანამედროვე პირობებში სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი სტპ-ის განვითარებული ფორმაა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები