სამეჯლისო ცეკვები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამეჯლისო ცეკვები

სამეჯლისო ცეკვები — თანამედროვე სამეჯლისო ცეკვები ყოფია:

1. ყოფითი ფორმის ცეკვებად, რომლებსაც ცეკვავენ სახლში, საცეკვაო საღამოებზე, მეჯლისებზე და ა.შ. („ყოფითი ცეკვის“ ცნებაში შედის ყველა საერთაშორისო ცეკვა მარტივი შესრულებით).

2. სპორტული, ფორმების ცეკვებად, რომლებიც სრულდება სამეჯლისო ცეკვების შეჯიბრებებსა და კონკურსებზე. სპორტულ სამეჯლისო ცეკვებს განეკუთვნება 5 სტანდარტული ცეკვა – ვალსი, ნელი ვალსი, ნელი ფოქსტროტი (სლოუ ფოქსი), სწრაფი ფოქსტროტი (კვიკ-სტეპი), ტანგო და 5 ლათინურამერიკული ცეკვა – რუმბა, სამბა, ჩა-ჩა-ჩა, პასადობლი და ჯაივი. ყველა ეს ცეკვა ადვილი, საყოველთაოდ მისაწვდომი შესრულებით განეკუთვნება აგრეთვე „ყოფით ცეკვებსაც, ხოლო რთული შესრულებით – რთული ფიგურების, შესრულების მაღალი კლასის ვარიაციების გამოყენებით – სპორტულ ცეკვებს.






წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები