სამიზნე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამიზნესაიმიტაციო საშუალება რეალური მიზნების აღმოჩენისა და დაზიანებისთვის, დაზვერვის და დაზიანების საშუალებების ეფექტურობის შეფასებისთვის, აგრეთვე სროლის შედეგების შედარების შესწავლისთვის.

სამიზნედ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალურად დამზადებული ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის პირობითი გამოსახულებები და ამ ტექნიკის ნამდვილი ნიმუშები. შექმნილ სამიზნეზე რეალური მიზნის ერთი უმთავრესი (მაგალითად, წყალქვეშა ნავის ხმაური) ან რამდენიმე (ფორმა, ფერი, მოძრაობის სიჩქარე და სხვა) ნიშნის იმიტაცია ხდება.

სამიზნე არის:

  • სასწავლო, საგამოცდო და სპორტული;
  • ბრტყელი და მოცულობითი;
  • ერთჯერადი და მრავალჯერადი;
  • უძრავი, მოკლე დროით ხილული და მოძრავი;
  • მართვადი და არამართვადი;
  • სახმელეთო (ცეცხლსასროლი, საარტილერიო და სარაკეტო იარაღებისთვის), საჰაერო (რაკეტა, თვითმფრინავი, ვერტმფრენი, მართვადი ბომბი) და საზღვაო (წყალზედა ხომალდი, წყალქვეშა ნავი, მცურავი ფარი).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები