სამინისტროს დირექტივა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამინისტროს დირექტივაჯარების (ძალების) მართვის ოპერატიული (საბრძოლო) ან სამსახურებრივი დოკუმეტი, რომელიც შეიცავს სახელმძღვანელო მითითებებს ოპერაციების (საბრძოლო მოქმედებების) მომზადების და წარმოების, ჯარების წვრთნის, საშტატო ორგანიზაციის, მომარაგების და ფუნქციონირების სხვა საკითხებზე.

დირექტივა გამოიყენება უმთავრესად შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის სისტემაში სტრატეგიული, ოპერატიულ-სტრატეგიული და ოპერატიული გაერთიანებების მართვისთვის. დირექტივაში ჩამოყალიბებულია განსახორციელებელი ღონისძიებების მიზანი, ამოცანები, შესრულების წესი და ვადები.

სამინისტროს დირექტივა შეიძლება იყოს ოპერატიული, საორგანიზაციო-სამობილიზაციო, ჯარების (ძალების) ოპერატიული და საბრძოლო მომზადების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ლოგისტიკისთვის განკუთვნილი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები