სამი მართობის თეორემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამი მართობის თეორემა – თუ სიბრტყეზე მდებარე წრფე გადის დახრილის ფუძეზე ამ დახრილის გეგმილის მართობულად, მაშინ იგი დახრილის მართობიც არის. პირიქითაც, თუ სიბრტყეზე მდებარე წრფე დახრილის მართობია, მაშინ ის დახრილის გეგმილის მართობულიც არის.
ამ მნიშვნელოვან თეორემას არ შეიცავს ევკლიდეს „საწყისები“. იგი დამტკიცებული იყო მოგვიანებით, ახლო და შუა აღმოსავლეთის მათემატიკოსების მიერ (მაგალითად, მისი დამტკიცება მოცემულია ნასირ ად-დინ ატ-ტუსის ტრაქტატში). ევროპაში ეს თეორემა პირველად ჩამოაყალიბა ლუი ბერტრანმა და დაამტკიცა ლეჟანდრმა (1794).