სამკუთხედი ჩახაზული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამკუთხედი ჩახაზული – სამკუთხედი, რომლის სამივე წვერო მდებარეობს მოცემულ წრეწირზე. სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის ცენტრი მდებარეობს სამკუთხედის გვერდების შუა წერტილებზე აღმართული პერპენდიკულარების გადაკვეთის წერტილში. წრეწირის ნებისმიერი M წერტილიდან ამ წრეში ჩახაზული სამკუთხედის გვერდებზე დაშვებული პერპენდიკულარების ფუძეები მდებარეობენ ერთ წრფეზე. ამ წრფეს ეწოდება სიმსონის წრფე M წერტილში აღებული სამკუთხედის მიმართ.
სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის ცენტრი, ამ სამკუთხედის გვერდებზე წვეროებიდან დაშვებული სიმაღლეების გადაკვეთის წერტილი და მედიანების გადაკვეთის წერტილი ერთ წრფეზე მდებარეობს.