სამნაწილიანი ფორმა (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამნაწილიანი ფორმა – 3 მონაკვეთისაგან შემდგარი მუსიკალური ნაგებობა. „მარტივი“ სამნაწილიანი ფორმა 2 ნაწილიანი რეპრიზული ფორმის მსგავსია, მაგრამ 3 ნაწილიანობის მნიშვნელოვანი თვისებაა შუა ნაკვეთის დამოუკიდებლობა, რითაც განპირობებულია მე-3 განმეორებადი ნაკვეთის – „რეპრიზის“ სრული დამოუკიდებლობაც.

სამნაწილიანი ფორმა შესაძლოა ჰქონდეს შესავალი, და დამატება – „კოდა“. სამნაწილიანი ფორმა სქემაა A–B–A. „რთულ 3-ნაწილიან“ რეპრიზულ ფორმაში I ნაწილი მარტივი 2-ან 3-ნაწილიანი ფორმითაა დაწერილი, შუა ნაწილი კონტრასტს ქმნის მასთან. მე-3 ნაწილი კი I-ის ზუსტი ან ვარირებული გამეორებაა. რთული სამნაწილიანი ფორმის. შუა ნაწილი შეიძლება იყოს მარტივ 2 ან 3-ნაწილიან ფორმაში (ამ შემთხვევაში ეწოდება „ტრიო“); შესაძლოა მას არ ჰქონდეს გარკვეული ფორმა და შედგებოდეს რიგი მერყევი ნაგებობებისაგან (ამ შემთხვევაში მას ეწოდება („ეპიზოდი“). სამნაწილიანი ფორმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მუსიკალური ფორმაა. ამ ფორმითაა დაწერილი სიმღერების, ცეკვების და მარშების დიდი რაოდენობა.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები