სამომხმარებლო ფასების ინდექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამომხმარებლო ფასების ინდექსი - (consumer price index), მაჩვენებელი, რომელიც ასახავს საქონლისა და მომსახურების ფასების საშუალო ცვლილების გავლენას ფიქსირებულ სამომხმარებლო კალათაზე. იგი გამოიყენება ეკონომიკაში ფასების ცვლილების და მასთან დაკავშირებული პროცესების ანალიზისა და პროგნოზისათვის. გაიანგარიშება 1917 წლიდან და ქვეყნდება ყოველთვიურად. გამოიყენება მოხმარების საშუალო ფასის ანუ ცხოვრების ღირებულების გაზომვისათვის.