სამოქალაქო თავდაცვის საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამოქალაქო თავდაცვის საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები – იმ ღონისძიებების კომპლექსი, რომლებიც ხორციელდება მოსახლეობის დაცვის მიზნით, ომიანობის დროს ეკონომიკის დარგებისა და ობიექტების სტაბილური მუშაობის უზრუნველსაყოფად, მოწინააღმდეგის მიერ დაზიანების თანამედროვე საშუალებების გამოყენების შედეგად შესაძლო ნგრევისა და მოსახლეობის დანაკარგების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად. ასევე დაზიანების კერებში, ავარიების, კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების რაიონებში სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაების ჩასატარებლად.
ზოგადი მოთხოვნებია:
- უზრუნველყოს მოსახლეობის დაცვა დაზიანების თანამედროვე საშუალებებისაგან, აგრეთვე ავარიების, კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების შედეგებისაგან;
- აამაღლოს სახანძრო უსაფრთხოება ობიექტებზე;
- ორგანიზაცია გაუწიოს ელექტროენერგიით, გაზით, წყლით სარეზერვო მომარაგებას;
- დაიცვას წყალმომარაგების ობიექტები დასნებოვნებისგან;
- განახორციელოს მომზადება ობიექტების შუქშენიღბვის მოსაწყობად და სხვა.