სამსახური (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამსახური (სამხედრო)

1. საშტატო მართვის ორგანოების და სამხედრო ფორმირებების სისტემა, რომლის დანიშნულებაა ჯარების (ძალების) უზრუნველყოფა და მომსახურება თავისი სპეციალიზაციის (მაგალითად, საავტომობილო, სანივთე, სასურსათო, სამედიცინო, სარაკეტოსაარტილერიო შეიარაღების და სხვა) შესაბამისად.

2. სამხედრო ნაწილებში, დაწესებულებებში ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობა.

3. ღონისძიებების კომპლექსი, რომელსაც ახორციელებენ მეთაურები და შტაბები ჯარების (ძალების) მიერ ამოცანების წარმატებულად გადაწყვეტის მიზნით.

4. სამხედრო მოვალეობების შესრულება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები