სამსრის მონასტერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამსრის მონასტერი – კლდეში ნაკვეთი ნახევრად გამოქვაბული-გუმბათიანი მონასტერი (VIII-IX სს.) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, აბულ-სამსრის ქედის დასავლეთ კალთაზე, სოფელ პატარა სამსარში, ქალაქ ახალქალაქიდან 27 კმ მანძილზე. სხვადასხვა ზომის სალოცავები და საკნები დაზიანებულია. შემორჩენილია წარწერები. ერთ-ერთი მათგანი გვამცნობს, რომ ოდესღაც აქ ხშირი და გაუვალი ტყე ყოფილა : „სახელითა ღმრთისაჲთა და მეოხებითა წმიდისა ღმრთის მშობელისაჲთა,ესე წმიდაჲ ეკლესიაჲ უდეს აღეშენა მაშინ ესე ადგილი ტყისაგან არა ჩნდა”. რაკი ეკლესია X ან XII საუკუნეში უნდა იყოს აგებული, ტყე მის შმედგომ უნდა მომსპარიყო. ვახუშტი ბაგრატიონი მას უტყეო ადგილად ასახელებს.