სამუკათ ხვარამზე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამუკათ ხვარამზე – ხვარამზე სამუკაშვილი პოპულარული, ნიჭიერი ფშაველი მელექსე ქალი, ვაჟა-ფშაველას დედის თანატოლი და მეგობარი. ტრაღიკული ბედის მქონე (მის სატრფოს, ვაჟიკა ნაკვეთაურს სხვა ქალი შერთეს, ხოლო ხვარამხე უვარგის ქმარზე გაათხოვეს). იგი მრავალი ბრწყინვალე ნაწარმოების ავტორია, მათ შორის სატრფიალო ელეგიებისა (ვაჟიკა და ხვარამზე).
დ. გოგოჭური
ლიტერატურა
- თ. რაზიკაშვილის ჩანაწერები, ხალხური სიტყვიერება. ტ. 1II, 1953, გვ. 150;
- მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956, გვ. 323.