სამუშაო ადგილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამუშაო ადგილი

1. საწარმოთა წარმოებრივი სტრუქტურის პირველადი რგოლი, სადაც უშუალოდ ხორციელდება წარმოების პროცესი;

2. მომუშავეთა მუდმივი ან პერიოდული ყოფნის ადგილი, რომელიც საჭიროა საწარმოო პროცესების ჩატარებისა და მათზე დაკვირვებისთვის;

3. სივრცის ნაწილი გამოყენებული თანამშრომლების (ან თანამშრომელთა ჯგუფის) მიერ საწარმოო სამუშაო დავალების შესასრულებლად.

სამუშაო ადგილი შეიცავს: საწარმოო საშუალებებს (ჩარხები, მექანიზმები, აგრეგატები, დამცავი საშუალებები, ენერგეტიკული დანადგარები, კომუნიკაციის საშუალებები და სხვ.), ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ საშუალებებს, მოწყობილობებს, ინსტრუმენტებს (სამონტაჟო მაგიდები, დაზგები, თაროები და სხვ.). განასხვავებენ სამუშაო ადგილებს ძირითად, დამხმარე და მოსამსახურე მუშების, ინჟინერ-ტექნიკური და ადმინისტრაციულ-მმართველობითი პერსონაჟისთვის. სამუშაო ადგილის ორგანიზებისას გაითვალისწინება საწარმოს ტექნიკური მონაცემები, შრომის ორგანიზაციის მეცნიერული მიღწევები, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიისა და ჰიგიენის რეკომენდაციები; შრომის დაცვის, ერგონომიკის, საინჟინრო ფსიქოლოგიისა და ტექნიკური ესთეტიკის მოთხოვნები და სხვ. სამუშაო ადგილს დასაშვებია ჰქონდეს გასანიავებელი მოწყობილობა, ხანძრისგან დამცავი მექანიზმები, ელექტრომექანიზმები და გადამამუშავებელ-სამეცნიერო დანიშნულების მქონე სხვა მოწყობილობები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები