სამფეროვანი მღამიობი
სამფეროვანი მღამიობი – (Myotis emarginatus), ხელფრთიანი ღამურისებრთა ოჯახიდან. გვხვდება დასავლეთ ევროპაში, იმიერკარპატის ოლქში, ყირიმში, ამიერკავკასიაში, სამხრეთ თურქმენეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ირანში, ჩრდილო აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მცხეთისა და ბორჯომის ხეობაში. ვეერტიკალურად აღწევს 1000 მ-მდე ზღვის დონიდან.
ბინადრობს სხვენზე, ძველ ნანგრევებში, გამოქვაბულებში. სამფეროვანი მღამიობი ზაფხულობით მრავლდება. შობს ერთ ნაშიერს. ეს უკანასკნელი ერთი თვის ასაკში იწყებს ფრენას. იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგარი სახეობაა, მცირერიცხოვანია. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება, მაგრამ იმდენად მცირეა რაოდენობით ან იმდენად მცირე ტერიტორიაზე გვხვდება, რომ შესაძლებელია სწრაფად გადაშენდეს.