სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი
სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი – ნაკვეთი, რომელიც მოქცეულია შემდეგი კონკრეტული ფუნქციური ზონების საზღვრებში:
ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო ზონა;
გ) სარეკრეაციო ზონა;
დ) სპეციალური ზონა;
ე) სატრანსპორტო ზონა 1;
ვ) სანიტარიული ზონა;
ზ) სამხედრო დანიშნულების ზონა
2. სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთში დაშვებულია ტერიტორიის ძირითადი ფუნქციით განპირობებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა, აგრეთვე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქვეყნის მოქალაქეების, ოჯახების (კომლების) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, საკომლო მეურნეობის მიწის ნაკვეთებზე. სხვა დანარჩენი ობიექტების მშენებლობისათვის საჭიროა განაშენიანების რეგულირების გეგმით შესაბამისი ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილება. განვითარების პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით, მათ შორის, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებით.