სამშენებლო ბადია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბადია − მაღალი სიმტკიცის ფოლადისაგან დამზადებული ჭურჭელი (ბუნკერი), რომელიც გამოიყენება ბეტონისა და სამშენებლო დუღაბის მისაწოდებლად მაღლივ მშენებლობაზე, აგრეთვე ჩვეულებრივ სამშენებლო ობიექტებზე. არსებობს ორი სახის: შვეული და საბრუნი. საბრუნი ბადიის შევსება ბეტონით ხდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხოლო ტრანსპორტირება – შვეულში. ის საშუალებას იძლევა მიეწოდოს ბეტონი ადგილზე მიმართულად და თანაბრად, ადვილად რეგულირდება დახრა, შესაძლებელია მისი გამოყენება დაბალი სიმაღლის სართულებზე და სხვ., ხოლო შვეული ბადია გამოიყენება დიდი რაოდენობის ბეტონის მისაწოდებლად; შევსება წარმოებს ზევიდან, დაცლა – ქვედა სპეციალური ხვრელიდან, რომელიც აღჭურვილია საბრუნი ღარით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები