სამშენებლო ექსპერტიზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამშენებლო ექსპერტიზა − სამშენებლო მოღვაწეობის კონტროლის ფორმა, რომელიც ეფუძნება ინსტრიმენტალურ ანალიზსა და არსებული ნორმატიული, საპროექტო ან სამართლებრივი დოკუმენტაციის მონაცემთა შეჯერების ანალიზს. დასკვნას თან ერთვის გამოვლენილი დარღვევებისა და დეფექტების ფოტო- ან ვიდეო მასალა.

სამშენებლო ექსპერტიზის მიზანია:

  1. გამოავლინოს სტიქიური უბედურობის ან ავარიის შედეგად ობიექტისადმი მიყენებული ზარალის ოდენობა, დააფიქსიროს მოცულობები და ღირებულება;
  2. ექსპლუატაციის პირობებში მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების, საინჟინრო სისტემების ან მთლიანად შენობის ფიზიკური ცვეთის შეფასება;
  3. შენობის ან ნაგებობის შესაბამისობა პროქტთან, მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან;
  4. სამშენებლო კონსტრუქციებისა და მასალების ხარისხისა და გამოცდის კონტროლი;
  5. შენობის კონსტრუქციების გამოკვლევა ჩატარებული რეკონსტრუქციის ან გადაგეგმარების შემდეგ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები